Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ნუგზარ წიკლაური - ხელისუფლება ცდილობს, ქართველი გმირის თავდადება ანგარებად წარმოაჩინოს
ipn.ge
21 December 2014, 13:20
ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, ქართველი გმირის თავდადება ანგარებად წარმოაჩინოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა და თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უსინდისო და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა.
"თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელსაც მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თუ მოაწერდა ხელს. ალექსანდრე გრიგოლაშვილი იყო უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი, ის იყო მოხალისე და ის უკრაინაში იბრძოდა ჩვენი ქვეყნის ოკუპანტის, პუტინის რუსეთის წინააღმდეგ. ალექსანდრე გრიგოლაშვილი არის საქართველოს გმირი და ივანიშვილის ხელისუფლების უტიფარი მცდელობა, მისი თავდადება წარმოაჩინონ ანგარებად ან ის წარმოაჩინონ პროვოკაციის მსხვერპლად, არის ქართული ჯარის და მთელი ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა", - აღნიშნა წიკლაურმა.
თავდაცვის სამინისტრომ უკრაინაში საქართველოს მოქალაქის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და მის ოჯახს მიუსამძიმრა. ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ პასუხისმგებლობა უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გამო წინა ხელისუფლებას დააკისრა.
"გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაერთხელ აღინიშნა, რომ მსგავსი მოწოდებები არის უპასუხისმგებლო და ემსახურება საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შეცდომაში შეყვანას. თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა მოქალაქეს, არ აყვეს პროვოკაციას და სხვადასხვა შემოთავაზების სანაცვლოდ არ ჩაიგდოს საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
32 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, რომელიც 2007-2008 წლებში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, უკრაინაში 18 დეკემბერს დაიღუპა.


წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი